Sunday, March 15, 2015

მეცხრე დღე

ჩატარებული ტრენინგებიდან ჩვენ უკვე ვიცით ჩაშენებული პროექტების ნიმუშები, 21 საუკუნის უნარ-ჩვევები,ფაილების შექმნა, დაკოპირება და გადასვლა,კომენტარის გაკეთება,სხვადასხვა მეთოდებით მოსწავლის შეფასება,საპროექტო გეგმის შევსება  ვისწავლეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.
შევქმენით პროექტის ბუკლეტი,ვისწავლეთ ნავიგაცია,ვნახეთ განახლებული ბლუმის
ტაქსონომია, ვისწავლეთ გოგლის დრაივში კითხვარების ტესტების გაკეთება.ვისაუბრეთ გარდნერის .თეორიაზე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე

Saturday, March 7, 2015

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ საპროექტო გეგმის შევსებაზე, კერძოდ დავწერეთ პროექტის შინაარსი. შევასწორეთ და გადავხედეთ სტანდარტებსა და მიზნებს. დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა. დავწერეთ საბაზისო უნარ-ჩვევებისა და სასწავლო პროექტის პროცედურები.

Sunday, March 1, 2015

მეექვსე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრისთვის
ჩეკლისტი.დავათვალიერეთ სხვა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებიც, შესრულებული სამუშაო შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.

Saturday, February 28, 2015

მეხუთე დღე

გავაკეთეთ ონლაინ ტესტები, გავუგზავნეთ ერთმანეთს. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები სახელმძღვანელოში ვნახეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. ამოვირჩიეთ სასურველი მეთოდები და ინსტრუმენტები,ვნახეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის,მოვახდინეთ ადაფტირება.შევავსეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო.ყოველივე ეს დაგვეხმარება ახალი სასწავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში

Saturday, February 21, 2015

მეოთხე დღე



ჩვენ დღეს ვისწავლეთ.
ჩამოვწერეთ მიზნები განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია.ვნახეთ ნიმუშები,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის დოკუმენტი.შევინახეთ კურსის ნიმუშებში ასევე 21 საუკუნის სიტყვების ლექსიკონი. შევადგინე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელიც ჩავწერე გუგლი დოკუმენტში,გავუზიარეთ ერთმანეთს და დავაკომენტარეთ 
ვისწავლე გუგლის დრაივში კითხვარების ტესტების გაკეთება.

მესამე დღე

შევქმენით  პროექტი ბუკლეტი. ვისწავლე ინფორმაციის გადანაწილება ბუკლეტში,აქტიურად გამოვიყენე ცხელი კლავიში.ვისწავლე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი, ნავიგაცია. ავირჩიე ჩვენი სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები და ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციფიკურ მიზნებზე.

მეორე დღე

შევისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, მუშაობა  ინტელის ბლოგზე,ფაილის გადმოწერა და მის საქაღალდეში შენახვა, სახელის მინიჭება.გავეცანი ჩეკლისტის მნიშვნელობას და მის მუშაობას.ჩამოვაყალიბე ჩემი არჩეული პროექტის იდეა

პირველი დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო ჩემთვის საიტერესო და პროდუქტიული. გავეცანი გეგმის
შინაარსს,რესურს,აქტივობას,პროექტების ნიმუშებს.საჭირო წინადადებების ჩანიშვნა, კომენტირება,ფაილის შენახვა.რესურსებში ჩაშენებული დოკუმენტაციის მოძებნა ძირითადი ბლოგები ქვებლოგები.საქაღალდის შექმნა და შენახვა.